Thumbnail

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი დიჯეი, პროდიუსერი, რეპერი და რადიოწამყვანი, ასტონ ტეილორ უმცროსი, ფსევდონიმით Funk Flex, ფიქრობს, რომ კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი უფრო კრეატიული არტისტია, ვიდრე ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელი, ჯეი ზი. ფლექსმა ამის შესახებ პოდკასტში Million Dollaz Worth Of Game სტუმრობისას ისაუბრა:

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

Nas: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯეი ზისთან მქონდა დაპირისპირება

- კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბსა თუ კონცერტზე დამიკრავს. 3000 მსმენელის წინაშე შემიძლია, დრეიქის 15-20 კომპოზიცია მიყოლებით გავუშვა. ჯეი ზის შემთხვევაში კი ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ახალი თაობის მელომანებისთვის დრეიქი თანამედროვეობის მაიკლ ჯექსონია.
- და რა, ჯეი ზი არ არის?, - ჩაეკითხა მას წამყვანი.
- ჯეი ზი არ არის ისეთი კრეატიული, როგორიც დრეიქი, - აღნიშნა ნიუ იორკელმა დიჯეიმ, რომელიც ახლა სოლო ალბომზე მუშაობს.

ბრონქსელმა ფანქ ფლექსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ღვაწლმოსილი წარმომადგენელია. თავდაპირველად არტისტმა სახელი ლოკალურ ღამის კლუბებში დიჯეინგით გაითქვა. დღეისთვის კი ტეილორის დისკოგრაფია 6 ალბომისგან შედგება, რომელთაგან 4 ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკალური კარიერის პარალელურად, ფანქმა ფართო საზოგადოების ყურადღება არაერთი წარმატებული საავტორო პროექტით დაიმსახურა. მაგალითად, 1992 წელს ის რეპის შესახებ შექმნილი პირველი რადიოგადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული