Thumbnail

ნახეთ: Pussy Riot ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ კლიპს Rage ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი Pussy Riot ახალ კომპოზიციას Rage და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. როგორც სინგლის აღწერაშია ნათქვამი, კოლექტივი დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მისი დაპატიმრებული მხარდამჭერებისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

მოუსმინეთ: Pussy Riot კომპოზიციას Riot ავრცელებს

2011 წელს შექმნილმა "ფუსი რაიოთმა" ფართო საზოგადოების ყურადღება 2012 წლის 21 თებერვალს მიიპყრო, როდესაც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანკ ლოცვა "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" შეასრულა. ჯგუფის სამი წევრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუშევიჩი დააკავეს და რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ აქცია მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. ჯგუფის შემადგენლობა ცვალებადია და მისი წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული