Thumbnail

ნოელ გალაჰერი: ლიამის მიერ დაწერილი Songbird არაჩვეულებრივი სიმღერაა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა, ბრიტანელი კომიკოსისა და რადიოწამყვანის, მეთ მორგანის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ თავისი ყოფილი ჯგუფის, Oasis-ის ნამუშევარი Songbird, რომელიც მისმა ძმამ, ლიამმა დაწერა, არაჩვეულებრივი კომპოზიციაა.

ნოელ გალაჰერი: ვერ გამიგია, რატომ იქცა Oasis-ის Wonderwall ჰიტად

"ლიამის დაწერილი სიმღერა Songbird შესანიშნავი ნამუშევარია. თავდაპირველად მისი დემო ვერსია ჩავწერეთ, რაც ძალიან წააგავდა The Beatles-ის კომპოზიციას Love Me Do. ჰარმონიკა გვქონდა გამოყენებული. შემდეგ კი ყველა ინსტრუმენტი მოვაშორეთ და აკუსტიკური ვერსია დავტოვეთ, რაც არაჩვეულებრივი გამოვიდა. ცუდია, რომ ლიამი ამ ტრეკს თავის კონცერტებზე არ ასრულებს, მას მხოლოდ ერთი ჟღერადობა აქვს ამოჩემებული", - ამბობს ნოელი.

კომპოზიცია Songbird "ოაზისის" რიგით მეხუთე ალბომში Heathen Chemistry არის წარმოდგენილი, რომელიც 2002 წელს გამოიცა. სიმღერა რამდენიმე ქვეყნის ჩარტშიც მოხვდა.

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ, ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული