Thumbnail

BTS-ის წევრების კოსტიუმებში აუქციონზე ნავარაუდებზე 8-ჯერ მეტი გადაიხადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჯულიენის სააუქციონო სახლმა, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ბაზაზე შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან MusiCares Foundation თანამშრომლობით, 31 იანვარს აუქციონი MusiCares Charity Relief Auction გამართა, რომელზეც ცნობილი მუსიკოსების მიერ შემოწირული ნივთები იყო წარმოდგენილი. ყველაზე მაღალ ფასად, 162 500 აშშ დოლარად პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის კოსტიუმები გაიყიდა, რომლებიც ბიჭებს ბოლო ალბომში BE შესულ ჰიტზე Dynamite გადაღებულ კლიპში ეცვათ. ეს მაქსიმუმ რვაჯერ აღემატება ორგანიზატორების მიერ ნავარაუდებ 20 000-40 000 დოლარს.

ნახეთ: ფოტოები BTS-ის 2021 წლის Winter Package-დან

შუგა განმარტავს, რატომ არ შეცვალა BTS-ის წევრები მიღწეულმა წარმატებებმა

კოსტიუმები ცნობილმა არტ კოლექციონერმა, იუსეკუ მაიზავამ და იუთუბერმა, ჰიკარუ კაიჰაცუმ, იგივე Hikakin-მა შეიძინეს იაპონიიდან.

მოსალოდნელზე მაღალ ფასად, $96 000-ად გაიყიდა კალიფორნიელი რეპერის, სნუპ დოგის ავტოპორტრეტი, რომელიც თავდაპირველად 1500 დოლარად იყო შეფასებული. ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის, Mötley Crüe-ს ბასისტის, ნიკი სიქსის ხელმოწერილი გიტარა 28 800-ად გასხვისდა, Coldplay-ს სოლისტის, კრის მარტინის პორტრეტი კი 8 000 დოლარად. ბევერლი ჰილსზე ჩატარებული აუქციონი მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული