Thumbnail

მოუსმინეთ: Rich The Kid შვიდტრეკიან ჩანაწერს Lucky 7 აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჯორჯიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, მსმენელს ახალი EP სახელწოდებით 'Lucky 7' შესთავაზა. სამხრეთელის სტუდიურ ჩანაწერში შვიდი კომპოზიციაა წარმოდგენილი, რომელთა ფარგლებშიც მუსიკოსმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Quavo, Takeoff, DaBaby და სხვა.

ნახეთ: Rich The Kid, Quavo & Takeoff - Too Blessed

ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს Red აქვეყნებს

ნახეთ: Rich The Kid კლიპს Far From You ავრცელებს

ლესლი როჯერმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის ატლანტელს სამი ალბომი აქვს გავრცელებული. მათ შორის სადებიუტო ნამუშევარი გამოირჩევა, რომლის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე ტრეკმა Plug Walk და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული