Thumbnail

ცნობილი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ენტონი დიქსონი, ფსევდონიმით Westside Boogie, მსმენელს ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნებულ ერთწუთიან ფრისტაილს Joe Exotic სთავაზობს. ეს პირველი ახალი ნამუშევარია, რომელიც რეპერმა 2021 წელს გაავრცელა.

► ნახეთ: Westside Boogie x Joey Badass - Outside 

კომპტონელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ოფიციალური მიქსტეიპით Thirst 48 Part II გახდა, რომლის მთავარი კომპოზიციებიც Nigga Needs და Sunroof გახლავთ. 2017 წლიდან ბუგი ლეგენდარული დეტროიტელი არტისტის, ემინემის ლეიბლის Shady Records წევრია. 2019 წლის დასაწყისში რეპერმა სადებიუტო ალბომი Everythings For Sale გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული