Thumbnail

გთავაზობთ 2021 წლის იანვარში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Cassandra Jenkins - Hard Drive

ამერიკელმა არტისტმა, კასანდრა ჯენკინსმა ახალი კომპოზიცია Hard Drive და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეორე ალბომში An Overview On Phenomenal Nature იქნება წარმოდგენილი, რომელიც 19 თებერვალს გამოიცემა.

9. TRZTN ft. Karen O - Hieroglyphics

პარიზში მოღვაწე მუსიკოსმა, ტრისტან ბეშემ, პროექტით TRZTN, ახალი კომპოზიცია Hieroglyphics და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მის სადებიუტო სოლო ალბომში Royal Dagger Ballet შედის, რომელიც გაყიდვაში 22 იანვარს ჩაეშვა. ჩანაწერში პოპულარული ჯგუფის Yeah Yeah Yeahs ვოკალისტი Karen O მონაწილეობს.

8. Black Country, New Road - Track X

ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Black Country, New Road კლიპთან ერთად ახალი სიმღერა Track X გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის სადებიუტო ალბომში For The First Time იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ინგლისური ლეიბლი Ninja Tune მიმდინარე წლის 5 თებერვალს გამოსცემს.

7. Madlib - Hopprock

ცნობილმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა Madlib ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი, ინსტრუმენტული კომპოზიცია Hopprock გამოსცა. ტრეკი მის ახალ ალბომში Sound Ancestors არის წარმოდგენილი, რომელიც 29 იანვარს გამოვიდა. ჩანაწერის არანჟირების ავტორი ცნობილი ბრიტანელი ელექტრონული არტისტი Four Tet გახლავთ.

6. FKA twigs ft. Headie One & Fred Again - Don't Judge Me

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs ახალი კომპოზიცია Don't Judge Me და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში დრილ შემსრულებელი, ირვინგ ედჯი, ფსევდონიმით Headie One და პროდიუსერი Fred Again მონაწილეობენ. ეს პირველი სინგლია, რომელიც თვიგსმა 2019 წელს გამოცემული ალბომის Magdalene შემდეგ გამოაქვეყნა.

5. Billie Eilish & Rosalía - Lo Vas A Olvidar

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა და ესპანელმა პოპვარსკვლავმა, როზალიამ ერთობლივი კომპოზიცია Lo Vas A Olvidar და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. სიმღერა, რომლის ტექსტის ძირითადი ნაწილიც ესპანურენოვანია, ამერიკული სატელევიზიო არხების ქსელის HBO სერიალის Euphoria ერთ-ერთი ეპიზოდის საუნდტრეკია.

4. Gacha Bakradze - Thank You For This Upload

დიჯეიმ და პროდიუსერმა, გაჩა ბაქრაძემ ახალი კომპოზიცია Thank You For This Upload გაავრცელა. ტრეკი ქართველი მუსიკოსის ახალ ალბომში Obscure Languages შევიდა, რომელიც გაყიდვაში 22 იანვარს ჩაეშვა. ჩანაწერი ბარსელონურმა ლეიბლმა Lapsus Records გამოსცა.

3. Lana Del Rey - Chemtrails Over The Country Club

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ ახალი სიმღერა Chemtrails Over The Country Club და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 19 მარტს გამოიცემა.

2. Slowthai & ASAP Rocky - MAZZA

ინგლისელმა მუსიკოსმა, ტაირონ ფრემპტონმა, ფსევდონიმით Slowthai, პოპულარულ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტთან, ეისეფ როქისთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია MAZZA და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი Slowthai-ს მომავალ, რიგით მეორე ალბომში Tyron იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 თებერვალს ჩაეშვება.

1. King Krule - Imagine

ბრიტანელმა მუსიკოსმა, არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, ჯონ ლენონის საკულტო ჰიტი Imagine დააქავერა. კომპოზიცია არჩიმ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ჩაწერა, თუმცა დღის სინათლე მან მხოლოდ ახლა იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული