პირველი ქართული ანიმაცია სახელწოდებით "არგონავტები" 1936 წელს რეჟისორმა ლადო მუჯირმა გადაიღო. მისი მთავარი მხატვარი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტორი კი შალვა აზმაიფარაშვილი იყო. მას შემდეგ ქართველი მულტიპლიკატორების მიერ შექმნილი არაერთი სურათი ვიხილეთ, რომლის სიუჟეტიც ხალხურ ზღაპრებზე, ცნობილი მწერლების ნაწარმოებებსა თუ ორიგინალურ სცენარებზეა დაფუძნებული. ფილმები, რომლებმაც სახალისო და საინტერესო სცენებთან ერთად, თავი ვიზუალთან იდეალურად შერწყმული მუსიკალური გაფორმებითაც დაგვამახსოვრეს.
ეს ქვიზი სწორედ ქართულ მულტფილმებს და მათთვის შექმნილ მუსიკას ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, ჩართეთ ფლეიერი და გამოიცანით, რომელ ანიმაციურ სურათში ჟღერს ესა თუ ის ნაწარმოები.












უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, ქართულ მულტფილმებს არც ისე კარგად იცნობ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, ქართულ მულტფილმებს საკმაოდ კარგად იცნობ. ცოტა მეტი დაკვირვება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები