Thumbnail

ნახეთ: Khruangbin-მა კომპოზიციის Dearest Alfred კლიპი და რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ტექსასური ჯგუფი Khruangbin კომპოზიციაზე Dearest Alfred შექმნილ კლიპს ავრცელებს. პარალელურად მუსიკოსებმა ტრეკის რემიქს ვერსია გამოაქვეყნეს, რომლის ავტორიც კალიფორნიელი არტისტი ფსევდონიმით Knxwledge გახლავთ. სინგლის ორიგინალი ვერსია ბენდის რიგით მესამე ალბომში Mordechai შედის, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოიცა.

მოუსმინეთ: Khruangbin-მა Kool & The Gang-ის კომპოზიცია Summer Madness დააქავერა

Khruangbin ქალაქ ჰიუსტონში 2009 წელს შეიქმნა. რამდენიმე EP-ის გამოცემის შემდეგ, 2015 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი The Universe Smiles Upon You გამოუშვეს. კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული