Thumbnail

ნახეთ: ფოტოები BTS-ის 2021 წლის Winter Package-დან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი "ბითიესი" 2021 წლის Winter Package-ის ფარგლებში შექმნილ ფოტოებს აქვეყნებს. გადაღებები კორეაში, განგვონის მუნიციპალიტეტში შედგა. ბიჭები High1-ის სამთო-სათხილამურო კურორტს და კამპუსს Daegwallryeong Samyang Ranch ესტუმრნენ, სადაც ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. Winter Package სწორედ ამ სურათებისგან შემდგარ ფოტოწიგნსა და DVD-ის გააერთიანებს, რომელშიც კადრს მიღმა სცენები იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: BTS-ის წევრები The Wall Street Journal-ის ფოტოსესიაში

კოლექტივის იუთუბის არხზე BANGTANTV ფოტოსესიის პრომო ვიდეოც გავრცელდა:

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული