Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-ს წევრებმა კომპოზიცია Afterlife შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული კანადური ჯგუფის Arcade Fire წევრებმა, უინ ბათლერმა და მისმა ცოლმა, რეჯინ შასანმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გამართულ ვირტუალურ ღონისძიებაში Make Earth Cool Again მიიღეს მონაწილეობა და კოლექტივის რიგით მეოთხე ალბომში Reflektor შესული სინგლი Afterlife შეასრულეს.

ნახეთ: Arcade Fire-მა კოლბერის შოუში ახალი კომპოზიცია Generation A შეასრულა

"ჩვენ კანადური ჯგუფი ვართ და მეზობლად მხოლოდ აშშ არ მდებარეობს. აქვეა არქტიკაც, რომელზეც კლიმატის ცვლილებებმა ძალიან ნეგატიურად იმოქმედა. ყველამ იცით, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ, თუ ახლავე დავიწყებთ მუშაობას, მდგომარეობის შეცვლას შევძლებთ", - თქვა კომპოზიციის შესრულებამდე ბათლერმა.

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, უინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წლის 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული