Thumbnail

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის Supervillain თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის Supervillain: The making of Tekashi 6ix9ine თრეილერი გავრცელდა. ნამუშევარში რეპერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იქნება მოთხრობილი, მათ შორის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ურთიერთობაზე, სასამართლო პროცესებსა და საკონცერტო გამოსვლებზე. მაყურებელი აგრეთვე იხილავს ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც სიქსნაინმა ციხის დატოვების შემდეგ პირველად მისცა. დოკუმენტური სურათი სულ სამ ეპიზოდს მოიცავს. მისი პრემიერა 21 თებერვალს ტელეკომპანია Showtime-ის ეთერში შედგება.

ნახეთ: კაცს, რომელმაც Tekashi 6ix9ine-ს ვირთხა უწოდა, რეპერის დაცვა გაუსწორდა

ტეკაში სიქსნაინმა 2020 წელს იუთუბზე ნახვებით ემინემსაც გადაასწრო

სერიალის რეჟისორი კარამ ჯილი გახლავთ. სურათი დაფუძნებულია ამერიკელი ჟურნალისტის, სტივენ ვიტის სტატიაზე Tekashi 6ix9ine: The Rise and Fall of a Hip-Hop Supervillain, რომელიც მან 2019 წელს გამოცემა Rolling Stone-ისთვის დაწერა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მას "ჩამშვებად" და "ვირთხად" მოიხსენიებდნენ. რეპერს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუფარდეს, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება კორონავირუსის საფრთხის გამო 2020 წლის 3 აპრილს დატოვა და სასჯელის დარჩენილი ვადა სახლში მოიხადა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული