Thumbnail

რატომ დაარქვეს ზეინ მალიკმა და ჯიჯი ჰადიდმა შვილს Khai

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი მუსიკოსი, ზეინ მალიკი და მისი შეყვარებული, სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომლებსაც გასული წლის სექტემბერში პირველი შვილი შეეძინათ, გოგონას სახელს აქამდე არ ასაჯაროვებდნენ. ცოტა ხნის წინ კი 25 წლის ჯიჯიმ ინსტაგრამზე ბიოგრაფიის ველში დაიწერა - "ქაის დედა".

მოუსმინეთ: ზეინ მალიკმა ალბომი Nobody Is Listening გამოუშვა

როგორც გამოცემა TMZ წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს სახელი ჰადიდის ბებიის, ქერიას (Khairiah) პატივსაცემად შეირჩა.

თუმცა, ფანებმა აღმოაჩინეს, ეს სახელი შესაძლოა, ზეინთანაც იყოს დაკავშირებული, რომელსაც მამის მხრიდან პაკისტანური ფესვები აქვს. არაბულად Khai გვირგვინით შემკობილს ნიშნავს, მუსიკოსის გვარი Malik კი ამავე ენიდან "მეფედ" ითარგმნება. შესაბამისად, ბავშვის სახელი და გვარი გამოდის "გვირგვინით შემკობილი მეფე". წყვილის თაყვანისმცემლებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ქაი ჯიჯის უმცროსი დის, ასევე ცნობილი მოდელის, ბელა ჰადიდის მეორე სახელს (Khair) ჰგავს. მათ ისიც შეამჩნიეს, რომ ზეინს მაჯაზე ახალი ტატუ აქვს და სწორედ შვილის სახელი აწერია არაბულ ენაზე.

წყვილს ჯერჯერობით ბავშვის ფოტო არ გამოუქვეყნებია, გარდა იმ სურათებისა, რომლებშიც გოგონას სახე არ უჩანს.

ზეინმა და ჯიჯიმ ურთიერთობა 2015 წელს დაიწყეს. ერთ წელიწადში გოგონა მუსიკოსის კლიპში Pillowtalk გამოჩნდა. 2018 წლიდან ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. 2020 წლის აპრილში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი შვილს ელოდებოდა.

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი მოღვაწეობა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული