გერმანული წარმოშობის ბრიტანელი კომპოზიტორი, მაქს რიხტერი პოპულარულ პროექტს Tiny Desk Concert ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში სხვადასხვა წლებში დაწერილი კომპოზიციები: Vladimir's Blues, Origins, Infra 3, Horizon Variations, Prelude 6 და Fragment შეასრულა.
მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.
კომენტარები