Thumbnail

ნახეთ: მოს დეფის პერფორმანსი "ლუი ვიტონის" ახალი კოლექციის წარდგენისას

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პარიზში მოდის სახლ "ლუი ვიტონის" 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია შედგა. ბრენდის არტ დირექტორის, ცნობილი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები მოდელებმა ფსიქოდელიური მუსიკის ფონზე წარადგინეს.

Louis Vuitton-ის არტ დირექტორი, ვირჯილ აბლო სინგლს Delicate Limbs ავრცელებს

14-წუთიან შოუში, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით გავრცელდა, მონაწილეობა ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, იასინ ბეიმ მიიღო, რომელიც წარსულში ფსევდონიმით Mos Def მოღვაწეობდა. ვიდეოს დასკვნით ნაწილში მუსიკოსმა რამდენიმე ვერსი, მათ შორის 2020 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული კოლეგის, MF DOOM-ის ტრეკის Microwave Mayonaisse ნაწყვეტი შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული