Thumbnail

მემფისელი რეპერი, პეტავიუს აისომი, ფსევდონიმით Duke Deuce, ახალ კომპოზიციას Soldiers Steppin და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლის პროდიუსერი ნაკლებად ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Ayoza გახლავთ.

Duke Deuce-მა შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ რეპერმა სადებიუტო ალბომი Memphis Massacre გაავრცელა. 2020 წელს კი მუსიკოსმა ჩანაწერის მეორე ნაწილი Memphis Massacre 2 გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული