Thumbnail

ვეტერანმა ნიუ იორკელმა დიჯეიმ, პროდიუსერმა, რეპერმა და რადიოწამყვანმა, ასტონ ტეილორ უმცროსმა, ფსევდონიმით Funk Flex, მსმენელს მორიგი კომპოზიცია RE-ROUTE და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერში ციხიდან ახლახან გათავისუფლებული დრილ შემსრულებელი Rowdy Rebel მონაწილეობს. ტრეკი ფანქ ფლექსის მომავალი ალბომის სინგლია.

ნახეთ: Funk Flex x Fivio Foreign - Game Time

ნახეთ: Tyler, The Creator-მა ფანქ ფლექსთან სტუმრობისას ფრისტაილი წაიკითხა

ბრონქსელმა ფანქ ფლექსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ღვაწლმოსილი წარმომადგენელია. თავდაპირველად არტისტმა სახელი ლოკალურ ღამის კლუბებში დიჯეინგით გაითქვა. დღეისთვის კი ტეილორის დისკოგრაფია 6 ალბომისგან შედგება, რომელთაგან 4 ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკალური კარიერის პარალელურად, ფანქმა ფართო საზოგადოების ყურადღება არაერთი წარმატებული საავტორო პროექტით დაიმსახურა. მაგალითად, 1992 წელს ის რეპის შესახებ შექმნილი პირველი რადიოგადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდათ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული