Thumbnail

ინგლისელი არტისტის, მარკ რონსონისა და ამერიკელი დიჯეისა და პროდიუსერის, Diplo-ს პროექტმა Silk City ახალი კომპოზიცია New Love და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ინგლისელი ელექტროპოპ მუსიკოსი, ელი გოლდინგი მონაწილეობს. ეს პირველი სინგლია, რომელიც დუეტმა 2018 წლის შემდეგ გამოაქვეყნა.

Silk City მარკ რონსონმა და დიპლომ 2018 წელს შექმნეს. ამავე წელს მუსიკოსებმა 4 სინგლი გამოაქვეყნეს. 2019 წელს კი არტისტებმა ნამუშევრებს თავი EP-ში Electricity მოუყარეს. მათი შემოქმედება იდიემსა და ჰაუსს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული