Thumbnail

ლოჯიქი: უცნაურია, რომ ზოგს ქენდრიქ ლამარი და ჯეი ქოული სძულს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ ბრაისონ ჰოლი, ფსევდონიმით Logic, რომელმაც 2020 წელს მუსიკალური კარიერა დაასრულა, თაყვანისმცემლებს სტრიმინგ პლატფორმის Twitch საშუალებით ესაუბრა და ცნობილი რეპერების მოღვაწეობასთან დაკავშირებით თავისი აზრი გაუზიარა. მისი თქმით, წარმატებულ მუსიკოსებს ყოველთვის ბევრი კრიტიკოსი ჰყავთ, თუმცა, მსმენელი მათ შემოქმედებას წლების შემდეგ აუცილებლად დააფასებს.

ლოჯიქმა განმარტა, რატომ დაასრულა მუსიკალური კარიერა

მოუსმინეთ: ლოჯიქმა ინსტრუმენტული მიქსტეიპი 'TwitchTape Vol. 1' გამოაქვეყნა

ჯოინერ ლუკასი განმარტავს, რატომ მონაწილეობს ტრეკში ISIS ემინემის ნაცვლად ლოჯიქი

"დღეს დაუმსახურებლად ყველაზე ხშირად დრეიქს აკრიტიკებენ. თუმცა, ამდენი ნეგატივი მასზე გავლენას ვერ ახდენს - დრეიქმა ეს ყველაფერი მიიღო. საოცარი ადამიანია, ხალხი მას აძაგებს, ის კი მათ რბილად უდგება. ასევე არ მესმის, როგორ შეიძლება, ქენდრიქ ლამარი ან ჯეი ქოული გეზიზღებოდეს. ასეთია დიდი მუსიკოსების ბედი. თავის დროზე Andre 3000-ს გეის უწოდებდნენ, თუმცა, მას ახლა ყველა დროის საუკეთესოებს შორის ვასახელებთ. ჩემმა სადებიუტო ალბომმა Under Pressure გამოსვლისთანავე უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. დღეს კი მას კლასიკურ ჩანაწერად მოიხსენიებენ. მაკ მილერი რომ გარდაიცვალა, მოულოდნელად ჰიპ ჰოპის ოქროს შვილად შერაცხეს. კოლეგებს შორის მაკი ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა, მსმენელები და ბლოგერები მას კანის ფერი გამო სათანადოდ არ აფასებდნენ, სიკვდილის შემდეგ კი ყველამ შეიყვარა. სიცოცხლეში რატომ არ აგრძნობინეთ მას სიყვარული?", - აღნიშნა ლოჯიქმა.

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს არტისტის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში ლოჯიქმა უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი No Pressure გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული