Thumbnail

ამერიკულმა სუპერჯგუფმა Tomahawk ახალი კომპოზიცია Business Casual გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მეხუთე ალბომში Tonic Immobility შევა, რომელსაც მუსიკოსები 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მარტს გამოუშვებენ.

Tomahawk სუპერჯგუფია, რომელიც Faith No More-ის ვოკალისტმა, მაიკ პატონმა და The Jesus Lizard-ის გიტარისტმა, დუან დენისონმა 1999 წელს შექმნეს. ამის შემდეგ მათ Helmet-ის დრამერი, ჯონ სტენიერი და Melvins-ის ბასისტი, კევინ რუტმენისი შეუერთდათ, რომელიც შემდგომში Mr Bungle-ის ბასისტმა, ტრევორ დანმა შეცვალა. ჯგუფმა ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი გაავრცელა და სამჯერ მოასწრო დაშლა. მუსიკოსებმა 2020 წელს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თანამშრომლობა განაახლეს. მათი შემოქმედება ალტერნატიულ მეტალს, ავანგარდ პროგრესივ როკსა და ალტერნატიულ როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული