ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, ფსევდონიმით მასტერი, კომპოზიცია 4 Real გამოაქვეყნა. ჩანაწერი მუსიკოს დავით დათუნაშვილის ამავე სახელწოდების ნამუშევრის რემიქსია. ტრეკის ორიგინალი ვერსია დათუნაშვილის 2020 წლის ალბომში 6 Plus არის წარმოდგენილი.
► მოუსმინეთ: მასტერმა ინგლისურენოვანი კომპოზიცია Sins გამოაქვეყნა
► ნახეთ: მასტერი და კაბუ კლიპს "მახსოვს" აქვეყნებენ
გიორგი პავლიაშვილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ, რომელზე მუშაობისას არტისტმა თავის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია: "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა.
კომენტარები