Thumbnail

Cardi B: ბაიდენის ინაუგურაციაზე WAP უნდა შემესრულებინა, მაგრამ ვერ მოვიცალე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა გამართა პერფორმანსი. მათ შორის არ ყოფილა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B, რომელიც ბაიდენს უჭერდა მხარს და მის კონკურენტ დონალდ ტრამპს ღიად აკრიტიკებდა. ინტერნეტსივრცეში მომხმარებლები ხუმრობდნენ, როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა, ღონისძიებაზე ქარდის რომ ჰიტი WAP შეესრულებინა. პოსტებს სოციალურ ქსელში თავად რეპერი გამოეხმაურა.

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

ნახეთ: მუსიკოსების პერფორმანსები ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე

"საშინელებაა, ბაიდენის ინაუგურაციაზე WAP უნდა შემესრულებინა, თუმცა, ჩემს სტომატოლოგთან მქონდა ვიზიტი ჩანიშნული. შესაძლოა, სხვა დროს გავმართო პერფორმანსი", - წერს ქარდი.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ისეთმა ცნობილმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო და სხვები.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული