ვენესუელელმა მუსიკოსმა, Arca-მ ახალი ნამუშევარი Madre გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 4 კომპოზიციას აერთიანებს. პროდიუსერმა EP-ზე ლონდონში მოღვაწე ჩელოისტთან და კომპოზიტორთან, ოლივერ კოატესთან ერთად იმუშავა, რომელიც ლეგენდარულ ჯგუფ Radiohead-თან ხშირად თანამშრომლობს.
► ნახეთ: Arca-მ კომპოზიციის Riquiquí ასი ალტერნატიული ვერსია გაავრცელა
► მოუსმინეთ: Arca ალბომს KiCk i ავრცელებს
არკა ბარსელონაში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსია. პროდიუსერს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ბიორკი, ქანიე ვესთი, ფრენკ ოუშენი და სხვები. არკას ამ დრომდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.
კომენტარები