ახალგავრცელებული ალბომის Whole Lotta Red პრომოუშენის ფარგლებში პოპულარული მამბლ რეპერი, ჯორდან ტერელ კარტერი, სასცენო სახელით Playboi Carti, ჯიმი ფელონის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში ქართიმ კომპოზიცია Slay3r შეასრულა.
► მოუსმინეთ: Playboi Carti ალბომს Whole Lotta Red ავრცელებს
ფლეიბოიმ მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 3 ოფიციალურ მიქსტეიპსა და ორ სტუდიურ ალბომს აერთიანებს. მამბლ რეპერმა ფართო საზოგადოების ყურადღება ჰიტით Magnolia მიიქცია, რომელიც ატლანტელის კომერციულად ყველაზე წარმატებული სტუდიური ნამუშევრის Playboi Carti ერთ-ერთი სინგლია.
კომენტარები