Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში და Rosalía კომპოზიციას Lo Vas A Olvidar ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში და ესპანელი პოპვარსკვლავი, როზალია პირველ ერთობლივ კომპოზიციას Lo Vas A Olvidar და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. სიმღერა, რომლის ტექსტის ძირითადი ნაწილიც ესპანურ ენაზეა, ამერიკული სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს სერიალის Euphoria ერთ-ერთი ეპიზოდის საუნდტრეკია. ჩანაწერის პროდიუსერი ბილის ძმა და მუსიკალური პარტნიორი, ფინიას ო’კონელია.

გინესის რეკორდები, რომლებიც ბილი აილიშს ეკუთვნის

ნახეთ: The Weeknd და Rosalía კომპოზიციის Blinding Lights რემიქსს ავრცელებენ

მომღერლების კოლაბორაციული ნამუშევარი ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში დაანონსდა.

"ამას დიდხანს ელოდით. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ახლა კი შეგიძლიათ, თქვენც ისიამოვნოთ", - დაწერა 19 წლის აილიშმა ინსტაგრამზე.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

როზალიას შემოქმედება კი ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი, ტრევის სკოტი და ა.შ. 2020 წელს მომღერალმა გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური როკ, ურბანული ან ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა სტუდიური ნამუშევრით El Mal Querer.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული