Thumbnail

ვეტერანი კალიფორნიელი პროდიუსერი, მედლიბი განაგრძობს მომავალი ალბომის Sound Ancestors პრომოუშენს და მსმენელს ნამუშევრის მორიგ სინგლს Dirtknock სთავაზობს. ჩანაწერის არანჟირების ავტორი ამ შემთხვევაშიც ცნობილი ბრიტანელი ელექტრონული მუსიკოსი Four Tet გახლავთ. სტუდიური ნამუშევარი 29 იანვარს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Madlib - Hopprock

მოუსმინეთ: Madlib - Road Of The Lonely Ones

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მედლიბმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მედლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. "მედგიბსის" მიერ გამოცემულმა ტრილოგიის პირველმა ორმა ნაწილმა Pinata და Bandana მსმენელის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული