Thumbnail

Sean Paul: ჯეი ზი ეჭვიანობდა, ბიონსესთან ერთად Baby Boy-ს რომ ვასრულებდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იამაიკელმა რეპერმა, შონ პოლმა ადგილობრივი რადიოსადგურის Radio Jamaica 94 FM ეთერში, გადაცემაში The Too Live Crew, Action & the Burgerman სტუმრობისას, მისი და პოპვარსკვლავ ბიონსეს ერთობლივ ჰიტზე Baby Boy ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა არტისტს მიმართა:

"მე პირადად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯეი ზის არ უნდოდა, მისი შეყვარებულს შონ პოლთან დიდი დრო გაეტარებინა და სწორედ ამიტომ ასრულებდა ბიონსე Baby Boy-ს სცენაზე ძირითადად მარტო".

Beyoncé-სა და Jay-Z-ის 8 წლის შვილი, ბლუ აივი გრემის ნომინანტია

"დიახ, იმ პერიოდში ეს ჩემთვის ცხადი იყო. არადა, ხელოვნება ხელოვნებაა", - დაეთანხმა წამყვანს მუსიკოსი.

ბიონსეს სადებიუტო სოლო ალბომში Dangerously in Love შესული Baby Boy 2003 წელს გავრცელდა. ტრეკის ავტორებს შორის არიან როგორც მისი შემსრულებლები, აგრეთვე ჯეი ზი, რომელსაც მომღერალი იმ პერიოდში უკვე ხვდებოდა. კომპოზიციამ ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ ცხრა კვირა დაჰყო.

შონ პოლმა მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 2002 წელს გამოშვებულმა ალბომმა Dutty Rock მოუტანა, რომელსაც გრემის ჯილდო გადაეცა. რეპერის პოპულარულ ტრეკებად Got 2 Luv U და She Doesn't Mind ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული