Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, Tobacco-მ ახალი კომპოზიცია This Man გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბომის Fucked Up Friends რიგით მესამე ნაწილში შევა, რომელიც 2021 წელს გამოიცემა. არტისტმა ამავე ჩანაწერის პირველი და მეორე ნაწილები 2008 და 2010 წლებში გამოაქვეყნა.

Tobacco-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. სოლო კარიერის გარდა, არტისტი ამერიკული ბენდის Black Moth Super Rainbow ფრონტმენია. ამის გარდა, ის მუსიკოს Aesop Rock-თან ერთად დუეტ Malibu Ken-ის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული