Thumbnail

ნახეთ: Black Pumas სტივენ კოლბერის შოუში კომპოზიციას Colors ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ფსიქოდელიური სოულ დუეტი Black Pumas სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში კომპოზიცია Colors შეასრულეს. სინგლი არტისტების სადებიუტო ალბომში Black Pumas შედის, რომელიც 2019 წელს გავრცელდა.

Black Pumas ქალაქ ოსტინში 2017 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2020 წელს ფსიქოდელიური სოულ დუეტი გრემიზე "საუკეთესო ახალბედა არტისტის" ნომინაციაზე წარადგინეს, წელს კი მუსიკოსები სამი კატეგორიაში არიან ნომინირებულები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული