Thumbnail

გავლენიანი ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ უეინი მსმენელს მორიგ კომპოზიციას Ain't Got Time სთავაზობს. სამხრეთელის ახალ ჩანაწერში არენბი შემსრულებელი Fousheé მონაწილეობს.

DaBaby: დღეს მე და ლილ უეინი საუკეთესო რეპერები ვართ

Young Thug: ლილ უეინის გაცნობა მსურდა, ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული