Thumbnail

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Weezer ახალ კომპოზიციას All My Favorite Songs და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში OK Human იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 29 იანვარს გამოიცემა.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 13 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული