Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ემსი, ჯო-ვონ ვირჯინ სკოტი, ფსევდონიმით Joey Badass, მსმენელს ახალ კომპოზიციას Let It Breathe და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ჟანრის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსი, სთეთიქ სელექთა გახლავთ, რომელიც ჯოუისთან ხშირად თანამშრომლობს. ბედესმა ნამუშევარი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გაავრცელა, მას 26 წელი შეუსრულდა.

მოუსმინეთ: Joey Badass ახალ ჩანაწერს The Light Pack აქვეყნებს

ნახეთ: Joey Badass - The Light

ნახეთ: Westside Boogie x Joey Badass - Outside

ჯოუი ბედესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2012 წლის მიქსტეიპით "1999" გაიცნო, რომელმაც მუსიკალური კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და მის დისკოგრაფიაში დღემდე გამორჩეულ ნაშრომად ითვლება. ბრუკლინელის სადებიუტო ალბომი B4.Da.$$ გაყიდვაში 2015 წელს ჩაეშვა. 2016 წლიდან ბედესი პოპულარულ ტელესერიალში Mr. Robot მონაწილეობდა. შემსრულებელმა ბოლო ალბომი All-Amerikkkan Badass 2017 წლის აპრილში გაავრცელა. ჩანაწერის წამყვანი კომპოზიცია პლატინის სტატუსის მფლობელი სინგლი Devastated გახლავთ.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯოუი ჰიპ ჰოპ კოლექტივის Pro Era დამფუძნებელი წევრი და ლიდერია. 2019 წლამდე ნიუ იორკელი არტისტების დისკოგრაფიაში 3 მიქსტეიპი და ერთი EP ერთიანდებოდა. გასული წლის მაისში "ფრო ერამ", ჰიპ ჰოპ გაერთიანებებთან Flatbush ZOMBiES და The Underachievers თანამშრომლობით, კოლაბორაციული ალბომი Escape From New York გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული