ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, კამილა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი The Star-Spangled Banner პოპვარსკვლავმა ლედი გაგამ შეასრულა. მას აკომპანირებას აშშ-ის საზღვაო ბენდი United States Marine Band უწევდა.
► აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციასთან დაკავშირებული 6 მუსიკალური მოვლენა
არტისტს Schiaparelli-ის შავ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი, შლეიფიანი კაბა ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა წინასაარჩევნო პერიოდში ბაიდენის დიდი მხარდამჭერი გახლდათ და მის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას. ცერემოანიაზე პერფორმანსით წარდგა ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესიც. მან კომპოზიციები This Land Is Your Land და America the Beautiful შეასრულა.
კომენტარები