Thumbnail

ნახეთ: Radiohead-ის აქამდე გამოუქვეყნებელი დემო ჩანაწერები აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის აქამდე გამოუქვეყნებელი დემო ჩანაწერები, რომლებზეც ბენდმა 1987-88 წლებში ჯერ კიდევ ძველი სახელწოდების On A Friday ქვეშ იმუშავა, კასეტის სახით Omega-ს აუქციონზე 26 იანვარს გაიყიდება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 6 სიმღერაა წარმოდგენილი, მათ შორის სამს: Promise Me, Body in a Box და These Are the Chains დღის სინათლე ამ დრომდე არ უნახავს. ვარაუდობენ, რომ კასეტა დაახლოებით 2000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდება.

ნახეთ: Radiohead-მა 1997 წელს საფრანგეთში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

კასეტას ტომ იორკის ხელნაწერი ტექსტი ახლავს, მოჰყვება ჩასადებიც, რომლის დიზაინიც აგრეთვე ტომს ეკუთვნის. EP-ის გამყიდველი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ დემო ჩანაწერი კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა 1990-იან წლებში აჩუქა.

კარიერის დასაწყისში ტომ იორკი და მისი მეგობრები დასაკრავად პარასკევობით იკრიბებოდნენ. ამიტომაც ბევრი არ უფიქრიათ და საკუთარ კოლექტივს On A Friday (პარასკევს) დაარქვეს. თუმცა, ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეიბლმა ჯგუფის სახელი დაიწუნა და მუსიკოსებს მის შესაცვლელად ორი კვირის ვადა მისცა. ბიჭებმა კი ახალი სახელწოდება ლეგენდარული Talking Heads-ის კომპოზიციიდან Radio Head ისესხეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული