პოპულარული ამერიკული ჯგუფის, MGMT-ის ფრონტმენმა, ენდრიუ ვანვინგარდენმა, სოლო პროექტის Gentle Dom ფარგლებში, ახალი კომპოზიცია I Miss Dancing In New York გაავრცელა.
ენდრიუ ვანვინგარდენმა ჯგუფი MGMT ბენ გოლდვასერთან ერთად 2002 წელს შექმნა. 2007 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გაავრცელა. გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 2020 წელს მუსიკოსმა ელექტრონული სოლო პროექტი Gentle Dom შექმნა.
კომენტარები