Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი იზორია, ფსევდონიმით TAHA, მსმენელს ახალ კომპოზიციას "ჩაი" სთავაზობს. ეს პირველი სოლო ნამუშევარია, რომელიც მუსიკოსმა 2021 წელს გაავრცელა.

მოუსმინეთ: Cas x TAHA - Strings

მოუსმინეთ: TAHA - Reunion

გიორგი ახალბედა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ჰიპ ჰოპის, მეტალისა და თრეფ მუსიკის ელემენტების სინთეზია. ტაჰამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილ პროექტში PVP Battle მონაწილეობით გაითქვა და მეორე სეზონის გამარჯვებულიც გახდა. 2020 წლის სექტემბერში არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Day After Tomorrow გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული