Thumbnail

ცნობილი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Flatbush ZOMBiES წევრმა, პროდიუსერმა და რეპერმა, ერიქ ელიოტმა, ფსევდონიმით Erick The Architect, ახალი კომპოზიცია Skinny Ramen და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი Linden Jay გახლავთ. ნამუშევარი ბრუკლინელი მუსიკოსის სადებიუტო EP-ის Future Proof ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Flatbush ZOMBiES გადაცემაში Tiny Desk Concert

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - AFTERLIFE

მოუსმინეთ: Flatbush ZOMBiES 6-ტრეკიან ჩანაწერს now, more than ever ავრცელებს

ერიქი თანამედროვე ნიუ იორკის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. მან შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს, ცნობილ ჯგუფში Flatbush ZOMBiES მოღვაწეობით დაიწყო. კოლექტივის ნამუშევრების ფროდაქშენის ძირითადი ნაწილის ავტორი სწორედ ელიოტია. თუმცა, ჯგუფის წევრობა ახალგაზრდა მუსიკოსს სხვა კოლეგებთან თანამშრომლობაში ხელს არ უშლის. დღემდე ბრუკლინელს არაერთ სახელგანთქმულ არტისტთან, მათ შორის ჯოუი ბედესთან, ეისეფ როქისთან და რიზასთან უმუშავია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული