Thumbnail

სნუპ დოგი: ჩემი და ემინემის ურთიერთობა შიდა ოჯახური საკითხია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ენდი კოენის გადაცემის Watch What Happens Live სტუმარი გახლდათ. კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სნუპი დეტროიტელი კოლეგის, ემინემის მიერ მისი მისამართით ჩაწერილ დის-კომპოზიციაზე Zeus, კალიფორნიელმა განაცხადა, რომ მარშალ მეზერსის აზრს პატივს სცემს და მათ შორის ყველაფერი კარგადაა.

სნუპ დოგი: ჩემსა და ემინემს შორის ყველაფერი რიგზეა

Daz Dillinger ხსნის, რეალურად რატომ გაფუჭდა სნუპ დოგისა და ემინემის ურთიერთობა

ემინემი სნუპ დოგს: მეგონა, ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით

"კვლავ მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთობა შიდა ოჯახური საკითხია და მისი საჯაროდ განხილვა აღარ მსურს. ტრეკში Zeus ემინემმა ის თქვა, რასაც ფიქრობდა და მე ამას პატივს ვცემ", - აღნიშნა რეპერმა.

სახელოვანი კოლეგები, რომლებიც, ლეგენდარული დოქტორ დრეს დამსახურებით, ერთი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, ერთმანეთს სნუპის განცხადების შემდეგ დაუპირისპირდნენ. 2020 წლის ზაფხულში დასავლელმა შემსრულებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ემინემს 10 საუკეთესო რეპერს შორის ვერ დაასახელებდა. ასევე, სნუპმა განმარტა, რომ, რამდენიმე ემსის შემოქმედებისგან განსხვავებით, მას მარშალ მეზერსის მუსიკის გარეშე ცხოვრება ნამდვილად შეუძლია. მოგვიანებით დეტროიტელმა უფროსი კოლეგა ალბომის Music To Be Murdered By: Side B კომპოზიციაში Zeus გადისა, რასაც სნუპი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემმა განმარტა, რომ სნუპმა უპატივცემულობა გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მუსიკის გარეშე ცხოვრება შეეძლო.

კარიერის განმავლობაში სნუპ დოგისა და ემინემის გზა არაერთხელ გადაიკვეთა. კოლეგები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ხშირად გამოხატავდნენ. მათი გამორჩეული კომპოზიცია სწორედ Bitch Please II გახლავთ. ამასთან, სნუპი და ემინემი ამავე წელს ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნეს Up In Smoke Tour ჰედლაინერები იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული