Thumbnail

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით Nirvana-ს ალბომი Bleach კასეტაზე გამოიცა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს მიერ 1989 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომი Bleach ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, წითელი კასეტის სახით, შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და უკვე სრულად ამოიყიდა.

ნახეთ: Nirvana-ს რიგით მეორე კონცერტის ამსახველი უცნობი ფოტოები

კოლექტივის წარმომადგენლებმა გაყიდვაში კასეტის 500 ეგზემპლარი ჩაუშვეს. თითოეული მათგანის შეძენა 8,99 ამერიკულ დოლარად ონლაინ მაღაზიაში Tapehead City იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარაგის შევსების შემთხვევაში, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღონ.

Bleach-ში სულ 11 კომპოზიცია შედის, მათ შორისაა Love Buzz, Blew და About a Girl. პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 50 საუკეთესო გრანჟ ალბომების სიაში მე-13 ადგილზე გაიყვანა.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, მისი დამაარსებლის, კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული