Thumbnail

რეჟისორი განმარტავს კლიპში De Una Vez სელენა გომესის ჩაცულობის მნიშვნელობას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა ახლახან ესპანურენოვანი სიმღერა De Una Vez და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კადრებში 28 წლის არტისტს ამერიკული ბრენდის, Rodarte-ს 2 645 დოლარად ღირებული ვარდისფერი, ყვავილებიანი კაბა აცვია, თმა კი გვირილებისა და ვარდის ფორმის სამაგრებით აქვს მორთული. როგორც ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში კლიპზე მომუშავე რეჟისორთა დუეტის Los Pérez წევრმა, ტანია ვერდუსკომ აღნიშნა, მომღერალმა ეს იმიჯი ცნობილი მექსიკელი ფერმწერის, ფრიდა კალოს პატივსაცემად მოირგო.

სელენა გომესი საუბრობს, რა ეხმარება მენტალური პრობლემის დაძლევაში

სელანა "ვოგის" ობიექტივში

სელენას მანათობელი გულსაბნევიც უკეთია, რომელიც, რეჟისორის განმარტებით, ვიდეორგოლის ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტია.

"გვინდოდა, ამ ვიზუალით პარალელი გაგვევლო ფრიდასთან, რომელსაც საკუთარ გარეგნობაში ყვავილებით თამაში უყვარდა. თუმცა, ჩვენი მიზანი ასევე იყო, ეს ყველაფერი თანამედროვე სტილში გაგვეკეთებინა. ყვავილებიანი კაბა, ვარცხნილობა და ვიდეოს ესთეტიკა - ყველაფერი სწორედ ამ განახლების იდეასთან არის დაკავშირებული. შევქმენით გულის ფორმის სამკაულიც, რომელსაც მექსიკურ კულტურაში მილაგროს ვუწოდებთ. ეს არის თილისმა, რომელსაც ალი აქვს მოდებული. მისი ნათება იარების შეხორცების მეტაფორად გამოიყენება", - აღნიშნა რეჟისორმა.

მილაგროს ნიმუში

თავად სელენამ კი "ვოგთან" ინტერვიუში განაცხადა:

"ეს ძალიან ლამაზი სიმღერაა, რომლის მიღმაც, ჩემი აზრით, ძლიერი გზავნილი დგას იმ ადამიანებისთვის, რომელსაც გული აქვს გატეხილი. ყველას გვაქვს შემორჩენილი ტკივილები, რომლებიც განვლილ ცხოვრებაში მიგვიღია. მაგრამ საკუთარ თავს ჩვენვე ვუშუშებთ იარებს. კომპოზიცია არა მხოლოდ იმის შესახებაა, თუ როგორ უნდა მოვიტოვოთ უკან წარსული და ვისწავლოთ მიტევება, არამედ იმაზეა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოვიკირიბოთ ძალა, ვიაროთ წინ და ცხოვრების ახალი თავი გადავშალოთ".

De Una Vez სელენა გომესის მომავალ, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა, რომლის გამოშვებაც 2021 წელს იგეგმება.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა

კომენტარები

ბოლოს დამატებული