20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა გაასაჯაროვეს ის 46 კომპოზიცია, რომლებიც ცერემონიაზე გაჟღერდება. საგანგებოდ შერჩეულ ფლეილისტში მოხვდა ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: Led Zeppelin, MF Doom, ბიონსე, ქენდრიქ ლამარი, ბრიუს სპრინგსტინი, ბობ მარლი, სტივი უანდერი და სხვები.
► ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე სახელმწიფო ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს
ჯო ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან, თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება და საათნახევარს გასტანს. ცერემონიას ცნობილი მსახიობი, ტომ ჰენკსი გაუძღვება.
კომენტარები