Thumbnail

ნახეთ: MGK-ს სადებიუტო ფილმი Downfalls High

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

რეჩიტატივის კითხვით სახელგანთქმულმა კლივლენდელმა მუსიკოსმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, 2020 წელს ექსპერიმენტს მიმართა და პოპ-პანკ ალბომი Tickets To My Downfall გამოაქვეყნა, რომელმაც ქელის აქამდე არნახული კომერციული წარმატება მოუტანა. 15 იანვარს კი აშშ-ში კოლსონის სადებიუტო მიუზიკლის Downfalls High პრემიერა შედგა. კინონამუშევრის საუნდტრეკები ქელის ალბომის კომპოზიციებია.

MGK: ჰიპ ჰოპი არ მიმიტოვებია

ნახეთ: MGK კომპოზიციებს drunk face, all I know და bloody valentine ასრულებს

ფილმის სცენარზე ქელიმ ცნობილ დრამერთან, ტრევის ბარკერთან და კალიფორნიელ არტისტ მოდ სანთან ერთად იმუშავა. მეშინისა და ტრევისის მიერ მოთხრობილი სიუჟეტი კოლეჯის სტუდენტების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც მუსიკის შექმნით არიან გატაცებულნი. კინოსურათში ისეთ სახეებს იხილავთ, როგორებიც არიან: Chase Hudson, Trippie Redd, blackbear და Iann Dior.

მიუზიკლს Downfalls High სრულად მოცემულ ბმულზე გადასვლით იხილავთ. აქ კი გთავაზობთ მის თრეილერს.

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული