ამერიკული სოულ ჯაზ კოლექტივი Delvon Lamarr Organ Trio ცნობილი ბრიტანული დუეტის Wham! კომპოზიციის Careless Whisper ქავერ ვერსიას ავრცელებს. ნამუშევარი არტისტების მომავალ ალბომში I Told You So შევა, რომელიც 29 იანვარს გამოიცემა.
Careless Whisper ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის ჯგუფმა Wham! 1984 წელს ჩაწერა. სინგლი მუსიკოსების რიგით მეორე ალბომში Make It Big შედის. დღემდე მსოფლიოში ამ სიმღერის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ტრეკი სხვადასხვა დროს 25 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა.
Delvon Lamarr Organ Trio ქალაქ სიეტლში 2015 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Close But No Cigar გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.
კომენტარები