Thumbnail

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელი, დრეიქი მორიგი მნიშვნელოვანი რეკორდის ავტორია. ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელმაც მხოლოდ პლატფორმა Spotify-ზე 50 მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა. ამ ინფორმაციას კომპანია Chart Data ავრცელებს.

დრეიქის ალბომი, რომელმაც ბილბორდის ჩარტში 7 წელზე მეტი დაჰყო

ყველაზე მეტჯერ მოსმენილი კომპოზიციები Apple Music-ის ისტორიაში

დრეიქმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი დაამყარა

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს დრეიქს 50 მილიარდი მოსმენა ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე ჯამურად ჰქონდა დაგროვებული.

ამჟამად "დრიზი" (არტისტის მეტსახელი) რიგით მეექვსე ალბომის Certified Lover Boy გამოსაშვებად ემზადება. ნამუშევარი, მისი თქმით, მიმდინარე თვეში უნდა გავრცელდეს.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული