უკრაინული ექსპერიმენტული ფოლკ ჯგუფი DakhaBrakha ცნობილ ამერიკულ მუსიკალურ პროექტს Tiny Desk Concert ესტუმრა. არტისტებმა გადაცემაში კომპოზიცია Komora და ბოლო ალბომში Alambari შესული ტრეკი Vynnaya ya შეასრულეს.
► მოუსმინეთ: DakhaBrakha ალბომს Alambari ავრცელებს
DakhaBrakha უკრაინის დედაქალაქ კიევში 2004 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 2007 წელს სადებიუტო ალბომი Ягудки გაავრცელეს. ეთნო ჰაუს ჯგუფს ამ დრომდე ექვსი ალბომი აქვს გამოცემული.
კომენტარები