Thumbnail

ნახეთ: დუა ლიპა Rolling Stone-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა ჟურნალ Rolling Stone-ის თებერვლის ნომრის სტუმარია. 25 წლის არტისტის სურათები გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. ფოტოგრაფ დევიდ ლაჩაპელის ობიექტივში ის Marc Jacobs-ის, Rui Zhou-ის, Paco Rabanne-ის და Mugler-ის სამოსით არის აღბეჭდილი.

ნახეთ: დუა ლიპამ კომპოზიციები Levitating და Don't Start Now შეასრულა

"როლინგ სთოუნმა" ფოტოსესიის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ დუა 2021 წლის გრემიზე 6 ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული