Thumbnail

ნახეთ: 51 წლის ჯენიფერ ლოპესი ამერიკული Elle-ს ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ამერიკული Elle-ს თებერვლის ნომრის სტუმარია. 51 წლის არტისტი გამოცემას ახლად დაარსებული კოსმეტიკის ბრენდის JLo Beauty პრომოუშენის ფარგლებში ეწვია და ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოხელოვან მიქეია კარტერის მიერ გადაღებული სურათები "ელის" გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდება.

ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, გაუკეთებია თუ არა მას ბოტოქსი

ვარსკვლავები, რომლებმაც ჯენიფერ ლოპესის საკულტო, Versace-ს კაბის შთაგონებით ჩაიცვეს

კადრებში ჯეილოს Prada-ს, Wolford-ის, Fendi-ს, Dolce & Gabbana-ს, Dior-ის, Valentino-ს, Christopher John Rogers-ის სამოსი და Yeezy-ს, Dolce & Gabbana-სა და Brother Vellies-ის ფეხსაცმელები აცვია. მას ასევე Cartier-ს, Tiffany & Co-ს, Jennifer Fisher-ისა და Brother Vellies-ის სამკაულები ამშვენებს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული