ბრიტანელმა მუსიკოსმა, ზეინ მალიკმა ახალი, რიგით მესამე ალბომი Nobody Is Listening გაავრცელა. ჩანაწერში სულ 11 კომპოზიცია შევიდა, მათ შორის, ინგლისელ რეპერთან Devlin და ამერიკელ არტისტთან Syd ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრები.
► ნახეთ: Zayn კომპოზიციას Better და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს
ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო, 2016-ში კი ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
კომენტარები