ბრიტანული ჯგუფი Shame ახალ, რიგით მეორე ალბომს Drunk Tank Pink ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის პროდიუსერი ცნობილი ინგლისელი არტისტი, ჯეიმს ფორდი გახლავთ.
Shame სამხრეთ ლონდონში 2014 წელს შეიქმნა. რამდენიმე სინგლისა და EP-ის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Songs of Praise გაავრცელეს. მათი შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და პოსტ პანკს აერთიანებს.
კომენტარები