Thumbnail

ნიუ ჯერსელი მესაყვირე, სიჯეი კამერიერი, პროექტის CARM ფარგლებში, ახალ კომპოზიციას Song Of Trouble ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, სუფიან სტივენსი მონაწილეობს. სინგლი CARM-ის სადებიუტო ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წლის 22 იანვარს გამოიცემა.

მოუსმინეთ: სუფიან სტივენსმა ალბომი The Ascension გაავრცელა

სიჯეი კამერიერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად არტისტი ცნობილი მუსიკოსების, პოლ საიმონისა და ბონ ივერის სტუდიურ ნამუშევრებში სხვადასხვა ჩასაბერ ინსტრუმენტზე უკრავდა. მათთან თანამშრომლობის შედეგად სიჯეის გრემის ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული. 2008 წელს კამერიერიმ თანამედროვე კლასიკური ანსამბლი yMusic შექმნა. 2020 წელს კი მუსიკოსმა მსმენელებს ახალი სოლო პროექტი CARM წარუდგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული